07, დეკემბერი 2018 14:05:00
ბათუმის მერიის მრჩეველთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, მათ ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები აქვთ. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის მიმდინარეობა და ლანდშაფტური დაგეგმარების კუთხით არსებული მდგომარეობა. სხდომას შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.