11, დეკემბერი 2018 18:25:00
ქედის 2019 წლის ბიუჯეტი, 11 397 900 ლარით განისაზღვრა.
მათ შორის პრიორიტეტულია: განათლება, კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა, სპორტი, და ჯანდაცვა.
დოკუმენტის მიხედვით, უწყება მომდევნო წელს, ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარებისთვის 5 725 500 ლარის დახარჯვას გეგმავს. მათ შორის, შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას 565 000 ლარი მოხმარდება. დაგეგმილია ასევე, სოფელ პირველმაიასში, ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაბა ქედისა და რუსთაველის პარკის კეთილმოწყობაც იგეგმება.
2019 წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ახოსა და პირველი მაისის საბავშვო ბაგა - ბაღებსაც. საერთო ჯამში, ქედის მერიას, განათლების მიმართულებით, 1 472 080 ლარი აქვს გამოყოფილი.
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის ქედის მუნიციპალიტეტის ერთ -ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონსიძიებებისთვის კი, 1 374 300 ლარია გამოყოფოლი. მათ შორის, 5 300 ლარი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას მოხმარდება.
ამბულატორიული მომსახურებისთვის ქედის მერია 140 000 ლარის დახარჯვას გეგმავს, სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით კი, 195 880 ლარია გამოყოფილი. სართო ჯამში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის ქედის მერიას 2019 წელს 576 580 ლარია ქვს გათვალსიწინებული.