12, დეკემბერი 2018 20:03:00
ხულოში გოგონათა პანსიონი შენდება. რატომ ჩათვალა საჭიროდ მუსლიმან ქალთა კავშირმა, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი ტიპის დაწესებულების ფუნქციონირების საჭიროება დგას?
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბაში, საპატრიარქოს სასწავლებლის გვერდით, მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, მერიის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა აქ, ბათუმში დაფუძნებულ კომპანია „ოზგენსზე“ 2016 წელს, ბავშვთა პანისონის მშენებლობისთვის გაიცი. რას ფიქრობენ ადგილობრივები, გოგონათა პანსიონის მშენებლობაზე - ჩვენ ეს კითხვა არაერთ ადგილობრივს დავუსვით, თუმცა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე მხოლოდ ელზა მიქელაძე გვთანხმდება და გვეუბნება, რომ დაწესებულების მშენებლობა საჭიროა.
მუსლიმან ქალთა კავშირის ხელმძღვანელი, გვიყვება, რომ გოგონათა პანსიონს ხულოში, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, კავშირი, შემოწირულობით აშენებს და დასძენს, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ეროვნული გამოცდებისთვის მოამზადებენ. ეთერ აბაშიძის თქმით, სურვილის შემთხვევაში მოსწავლეებს რელიგიის შესწავლაშიც დაეხმარებიან. პანსიონთან ერთად, შენობაში საბავშვო ბაღის გახსნაც იგეგმება.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სასმახურის უფროსის განმარტებით, კომპანიის მიერ, მერიაში შესული პროექტი კანონმდებლობის ყველა ნორმას აკმაყოფილებდა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, მშენებლობა ნებართვის გაცემიდან ორ წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კომპანიას აქვს უფლება ვადა კანონის შესაბამისად გაიხანგრძლივოს. ამ დროისთვის შენობის სამი სართულია დასრულებული. რამდენი გოგონა შეძლებს პანსიონში ცხოვრებას და რამდენ აღსაზრდელზე გაიხსნება საბავშვო ბაღი ამ დროისთვის აქ ინფორმაციას არ ფლობენ.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითაა მომზადებული. აქვე გეტყვით, რომ თუ გჭირდებათ ჩვენი დახმარება, დარეკეთ ნომერზე 579 34 24 24