13, დეკემბერი 2018 20:29:00
2019 წლის შუა პერიოდში აჭარის სანაპიროზე, შავი ზღვის გონიო-კვარიათის აკვადორიაში სადემონსტრაციო მარიკულტურის მოშენება იგეგმება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ საზღვაო ფერმერობის განვითარებით ინვესტორები დაინტერესდებიან. მარიკულტურის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დარგის სპეციალისტების დეფიციტია, რაზეც დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორმა“ პროექტის ,,მარიკულტურის პროფესიული განათლების პროგრამა“ ფარგლებში სფეროში არსებული ვითარება შეაჯამა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით პროფესიულ სასწავლებლებში დარგის განვითარების მიმართულებით პროგრამა შეიქმნება, რომელიც სპეციალისტებს მოამზადებს.