17, დეკემბერი 2018 20:51:00
გამოუყენებელი დანადგარი და საბიუჯეტი თანხების დაზოგვა გაზრდილი ხარჯებით. სპეციალური ტექნიკის შეძენის მიუხედავად ქედის მერია ავტომობილებს კვლავ ტენდერის გზით რეცხავს. რამდენი ლარი დახარჯა უწყებამ იმაში, რასაც რეალურად არ იყენებს? ნიშნავს თუ არა ეს ხალხის ფულის არამიზნობრივად ხარჯვას?
ქედის მერიამ, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების გარეცხვისთვის, სპეციალური დანადგარი, ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით გასულ წლის ზაფხულში შეისყიდა. ტექნიკის შესაძენად მერიამ, ეკონომიის ხარჯზე გამოთავსუფლებული 2 500 ლარი, მის დაქვემდებარებაში არსებულ შ.პ.ს „ქედის კომუნალურსერვისს“ გადასცა და დანადგარიც სწორედ ამ ორგანიზაციამ შეიძინა. სპეცტექნიკა ახლა დასაწყობებულია, უფრო მეტიც, მერიამ ავტომობილების გასარეცხად თანხა ბიუჯეტიდან ორჯერ გამოყო და სახელმწიფო შესყიდვაც ორჯერ განახორციელა.
შპს-ს დირექტორი, ამბობს, რომ 2 000 ლარად შეძენილი დანადგარი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენეს, რაც შეეხება ამ დროისთვის დასწაყობებულ ტექნიკას, მალხაზ სურმანიძე მიზეზს ასე ხსნის:
„ნაციონალური მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ ხელისუფლების არათანმიმდევრული პოლიტიკის შედაგად მოსახლეობა ზარალდება. ვაჟა ბოლქვაძე იხსნებს, რომ მსგავსი ფაქტი მუნიციპალიტეტში პირველი არ არის და ბიუჯეტის ხშირად არამიზნობრივად იხარჯება.
ქედის მერის მოადგილე განმარტავს, რომ ავტოსამრეცხაოს მოსაწყობად გამოყოფილ ტერიტორიაზე, გარემოს დაცვის სამინისტრომ მშენებლობის ნებართვა არ გასცა, რისთვისაც სხვა ტერიტორიის შერჩევა გახდა საჭირო. პროცედურებმა კი როლანდ ბერიძის თქმით, ავტო სამრეცხაოს მოწყობა გააჭიანურა.
მერიამ, ავტომობილების გასარეცხად ბოლო, 1 377 ლარიანი შესყიდვა სექტემბერში განახორციელა, ხოლო მანამდე, 11 ავტომობილის რეცხვის მომსახურებაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ ინდ. მეწარმესთან 3000 ლარზე ივნისის თვეში აქვს გაფორმებული. ორივე ტენდერით ავტომობილები წლის ბოლომდე უნდა გაირეცხოს.