18, დეკემბერი 2018 20:34:00
ბიუჯეტის დამტკიცებამდე რეგიონის წარმომადგენლებითი ორგანო ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობას განაგრძობს. კანონმდებლებმა 2019 -2022 წლების პრირიტეტები კიდევ ერთხელ განიხილეს. მთავარ მიმართულებებად ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა სახელდება.
უმაღლეს საბჭოში, ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა, მომდევნო წლის აჭარის ბიუჯეტის დამუშავებული ვერსია და 2019 -2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს. მთავარი აქცენტები ინფრასტრუტურული და ჯანდაცვის მიმართულებებით კეთდება.
პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით, შენიშვნები აქვს ოპოზიციას. დეპუტატებმა ასევე, ცნობად მიიღეს, 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშიც.
კანონმდებლები უახლოეს პლენარულ სხდომაზე, მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონპროექტს მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ. ცვლილება ძირითადად, საქვეუწყებო ორგანიზაციების საკითხს ეხება.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტზე სამუშაოდ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს ვადა, მომდევნო წლის 31 იანვრამდე განესაზღვრა. ნინო ჩხეტიას თქმით, შენიშვნების ძირითადი ნაწილი უკვე გაზიარებულია, თუმცა დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე, დროა საჭირო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონი დახვეწას საჭიროებს - მიაჩნიათ ოპოზციაში. დეპუტატ გია აბულაძის თქმით, აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულს, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვლადებულება უნდა გაეზარდოს. სწორედ ამ მიზნით,მან საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი კომიტეტებში განიხილება.
დღევანდე სხდომაზევე კანონმდებლებმა 20 დეკემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტიც მიიღეს.