19, დეკემბერი 2018 17:17:00
ბათუმის მერიის მუნიციპალური სამსახურის უფროსმა დღეს აჭარის სამრეწველო პალატის ასოციაციებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქალაქის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა წარმოუდგინა. სავაჭრო სამრეწველო პალატის წარმომადგენლების განმარტებით გეგმის არსებობა, ბიზნესის განვითარების პირველი ეტაპია და ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც ზოგადად ქალაქის განვითარების გეგმა. შეხვედრაზე გეგმის განვითარების პერსპერსპექტივები განიხილეს.