21, დეკემბერი 2018 14:05:00
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს თანადაფინანსებაზე განცხადებების მიღებას. თემაზე დღეს ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ისაუბრეს, კენკროვანი კულტურების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებასა და ხელშეწყობაზე. პროგრამა უკვე ხუთი წელია რაც ხორციელდება. მისი მიზანი სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარებაა რომელებსაც სამუშაო ადგილების შექმნისა და საწარმოების შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნია. USAID-ის „სოფლის მეურნეობის პროგრამა“ საწარმოებსა და მიმწოდებლებს 6 მილიონი დოლარით თანაინვესტირებას და ტექსნიკურ დახმარებას გაუწევს.