21, დეკემბერი 2018 17:03:00
,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე,“ - ამ სახელწოდებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა. დონაციის ჩატარების მსურველებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარობის შესახებ რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დაეკმაყოფილებინა. უსასყიდლოდ გაღებული სისხლი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს მოხმარდება. საქველმოქმედო აქცია პერიოდულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.