24, დეკემბერი 2018 20:02:00
2018 წელს გაწეული საქმიანობისთვის 24 მედიკოსი დააჯილდოვეს. მედიცინის სფეროს წარმომადგენლებს სიგელები აჭარის მთავრობის წევრებმა გადასცეს. წლევანდელი დაჯილდოვებისთვის თანამშრომლების შერჩევა თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ჰქონდათ მინდობილი. ღონისძიებაზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა 2018 წელი შეაჯამა და მომდევნო წელს განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა. ჩვენს რეგიონში მედიცინის მუშაკთა დღე 1996 წლიდან აღინიშნება.