სამშაბათი 16, ივლისი 2019

ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ

31, დეკემბერი 2018 20:27:00

სიუჟეტი, რომელსაც თქვენ ნახავთ, მომზადებულია ადამიანებზე, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ადამიანებზე, რომელთა დამსახურებითაც ჩვენ როგორც მთელ წელს, დღესაც 2019 წელსაც მშვიდ გარემოში შევხვდებით. იქ, სადაც ეს ადამიანები მუშაობენ, საახალწლო მორთულობებს ვერ ნახავთ. ვიდრე სამორიგეო კვირა არ ამოეწურებათ, ვერც ღამის 12 საათზე  შეძლებენ ერთმანეთისთვის ჭიქების მიჭახუნებას. საახალწლო განწყობა აქ მხოლოდ შინაგანათ აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მუდმივად სახელმწიფო საზღვარს იცავენ და როცა ჩვენ  ახალი წლის მოსვლას  ვზეიმობთ, ისინი თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ,  სრული ეკიპირებით და სხვადახვა ტექნიკური საშუალებებით ქვეყნის საზღვართან ერთად  ჩვენს უსაფრთხოებას 24  საათის განმავლობაში უფრთხილდებიან.  

 


დღის ამბები