ორშაბათი 17, ივნისი 2019

სოფელ მახვილაურში, მოსახლეობამ გზა გადაკეტა

09, იანვარი 2019 11:04:00

ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში, სამანქანე გზაზე მოძრობა უკვე აღდგენილია. მოსახლეობამ, დილით, პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ისინი ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ. მათი თქმით, ავტობანის მშენებლობის შედეგად, ტერიტორია მოუწესრიგებელია და გზაზე გავლა შეუძლებელია. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ სამუშაოების შედეგად, ჭაბურღილებიც დაუზიანდათ, შედეგად კი, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შეექმნათ პრობლემები.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მერიის წარმომადგენლები. ადგილობრივებმა მათ, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ერთ კვირიანი ვადა მისცეს.

ავტორი(ები)

642

დღის ამბები