14, იანვარი 2019 20:02:00
ქვეყანა ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპს ებრძვის. H1 N1-ით დაღუპულთა რიცხვმა 15-ს გადააჭარბა. სიუჟეტიდან გაიგებთ როგორ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს? რას აკეთებს სახელმწიფო პრევენციის მიზნით და რა რეკომენდაციებს გასცემენ მედიკოსები?
სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე და გულის რევა- ეს სიპტომები H1N1 ტიპის ვირუსს , ეგრედწოდებულ ,,ღორის გრიპს“ ახასიათებს. რისკჯგუფებს ორსულები, ბავშვები და მოხუცები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პირები წარმოადგენენ.
სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის სიპტომებით დღეის მონაცემებით 200 პაციენტი გადის მკურნალობას. აქედან 20- რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში პანიკის საფუძველს გამორიცხავენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, პაციენტთა მიმართვიანობამ გასულ კვირასთან შედარებით იკლო.
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს დროული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. უფასო აცრით 7 ათასამდე მოქალაქემ უკვე ისარგებლა. ის, ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა, ვაქცინაციის ჩატარება თავად უნდა უზრუნველყოს. ღირებულება 10 ლარია. სახელმწიფო უფასოდ პრეპარატ „ტამიფლუს“-აც გასცემს, რომლის მიღება ექიმის დანიშნულების საფუძველზე, სააფთიაქო ქსელებშია შესაძლებელი.
ბოლო თვენახევრის განმავლობაში h1n1 ვირუსით სულ 15 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 5 აჭარაში. ამბულატორიები და პოლიკლინიკები საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ, ისინი პაციენტებს სამუშაო დღეებში დილის 9-დან 20 საათამდე, ხოლო უქმეებზე დილის 9 საათიდან 17 საათამდე მოემსახურებიან.