15, იანვარი 2019 17:09:00
დღეიდან, საქართველოში ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემა ამოქმედდება. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, პაციენტის სურვილის შემთხვევაში, პროგრამით მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში შეიტანოს. სიახლე სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას და სამედიცინო სტატისტიკას შეუწყობს ხელს. ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების წარმოება 2019 წლის 1 მაისიდან სავალდებულო გახდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სტაციონარისთვის.