16, იანვარი 2019 17:03:00
საქართველოში, დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელება, ასევე თვითმმართველობის უფლებებისა და ფინანსური რესურსების გაძლიერების საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. სტრატეგია 2025 წლამდე პერსპექტივას გულისხმობს, რომელიც თვითმმართველობისთვის როგორც ახალი უფლებამოსილების ასევე, მეტი ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს, რაც მოქალაქეთა პროცესში მონაწილეობის უკეთესი მექანიზმების შექმნას გულისხმობს. შეხვედრაზე ასევე, რეგიონებში არსებულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე იმსჯელეს. განხილვას მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მესამე სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდა. შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება და 19 იანვარს კაჭრეთში დასრულდება. შეხვედრების დროს დაფიქსირებული შენიშვნები დოკუმენტში აისახება.