16, იანვარი 2019 17:10:00
გუდიაშვილის ქუჩაზე, ძლიერი ქარის გამო, მშენებარე კურპუსიდან გადმოვარდნილმა სამშენებლო მასალებმა მანქანა და საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები დაზარალებულებს ზიანის აუნაზღაურებენ. საქმე ისაა, რომ მშენებლობას ყადაღა ადევს, რის გამოც, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი შეჩერებულია, შესაბამისად მათი თქმით, ისინი უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ.