22, იანვარი 2019 20:02:00
ექიმი, რომელიც თითქმის 60 წელია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. 80 წლის წარმატებული ონკო-ქირურგი ბათუმიდან , რომელსაც დღეს ღვაწლმოსილი მედიკოსის წოდება მიანიჭეს. როგორია ვაჟა ბაღოშვილის ყოველდღიურობა?
საყვარელ საქმეს ერთგულად უკვე თიქმის სამოცი წელია ემსახურება. ვაჟა ბაღოშვილის ყოველი დღე პაციენტებთან ურთიერთობა ეთმობა
ვაჟა ბაღოშვილი ყელ-ყურ ცხვირის ექიმია, წლების განმავლობაში არაერთი სამუშაო ადგილი შეიცვალა, მუშაობდა უცხოეთშიც. მიუხედავად იმისა, ტექნოლოგიები წლიდან წლამდე ვითარდება, მისი ერთადერთი და უტყუარი ინსტრუმენტი დღემდე ე.წ. სკალპერია.
ოტორინოლარინგოლოგის პრაქტიკული საქმიანობა 1962 წლიდან, ქალაქ მოსკოვში იწყება. გრძელდება გვინეისა და კუბის რესპუბლიკებში, ბოლო კი საქართველოა. მშობლიურ ქვეყანაში 1989 წლიდან მოღვაწეობს.
მედიკოსს დღეს 80 წელი შეუსრულდა. ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს. ექიმი 45 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია,
80 წლის ონკო ქირურგი პირობას დებს, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მანამ იზრუნებს, ვიდრე ასაკი და ფიზიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას მისცემს.