22, იანვარი 2019 20:40:00
ჯარისკაცი დაიჭრა ბათუმში დისლოცორებული ბაზაზე. როგორს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შემთხვევა სავალდებულო მოსამსახურის მიერ, უნიბლიე გასროლას მოჰყვა. დაჭრილი ჯარისკაცი ბათუმის ,,მედ ცენტრშია" გადაყვანილი. მედიკოსების ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. კლინიკაში შეყვანისას მას ღია ჭრილობები აღენიშნებოდა იღლიის, წინა მხრისა და მხრის არეში. ამ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურე საოპერაციო ბლოკშია გადაყვანილი. ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესახებ უწყებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
22 იანვარს ქ.ბათუმში სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი, საგუშაგოზე სავარაუდოდ ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა. მ.გ.-ს მსუბუქი ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მ. გ. -ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება,"- ნათქვამია განცხადებაში.