23, იანვარი 2019 17:16:00
ბათუმის 31-ე საბავშვო ბაღში აღსაზრდელმა სავარაუდოდ, სადეზინფექციო საშუალება დალია. ოთხი წლის გოგონა ამ დროისათვის დედაქალაქში, იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. დაწესებულების გამგის ინფორმაციით, გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თამილა ბოლქვაძის თქმით, გრიპის სეზონთან დაკავშირებით შენობას სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებდნენ, სპეციალური ხსნარის ბოთლი კი სამზარეულოში იყო, რა დროსაც პატარამ წყურვილის სურვილის გამო ბოთლი პირთა მიიტანა. აღმზრდელის თანაშემპის პასუხისმგებლობის საკითხს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისწავლის. ჩვენი რეპორტიორი ამ წუთებში 31-ე საბავშვო ბაღში იმყოფება და მხარეებთან დეტალებს აზუსტებს. რეპორტაჟს ამ თემაზე 9 ნახევარზე შემოგთავაზებთ.