შაბათი 24, აგვისტო 2019

ტაქსი ,,მაქსიმის“ მძღოლები გაიფიცნენ

25, იანვარი 2019 17:16:00

ტაქსი ,,მაქსიმის” მძღოლები ამ წუთებში საპროტესტო აქციას მართავენ. კომპანიის ბათუმის ფილიალთან შეკრებილების თქმით,  მათ არსებული გადასახადი 20 თეთრით უძვირდებათ. ამბობენ,რომ ამის შესახებ ინფორმცია, გუშინ მიიღეს.  კომპანიაში კი აცხადებენე, რომ ეს თანხა მგზავრს, ტაქსის, ოპერატორის მეშვეობით გამოძახების შემთხვევაში  დაემატება და იგი ოპერატორის მომსახურების ღირებულება იქნება. ირწმუნებიან, რომ თანხა მძღოლებს არ ჩამოეჭრებათ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაძვირებული ტარიფის შესახებ ინფორმაციას მგზავრი, მძღოლის გამოძახებისას ვერ მიიღებს.

 


დღის ამბები