კვირა 21, ივლისი 2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, საშაურმე დალუქა

25, იანვარი 2019 17:11:00

ჭავჭავაძის ქუჩის 15 ნომერში მდებარე საშაურმეში, დალუქვის პროცედურა მიმდინარეობს. ობიექტში არსებულ მდგოამრეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სწავლობენ. მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა, რომ დარღვეულია ჰიგიენურ სანიტარული ნორმები. ადგილზე  „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელიც იმყოფებოდა, რომლის მტკიცებით, დაწესებულებაში ვადაგასულ ხორცს იყენებენ. დაწესებულებას ხორცით შპს ,,ნიკე“ ამარაგებს, სადაც ბრალდებას არ იზიარებენ. ობიექტის მფლობელის თქმით, გამოვლენილ ხარვეზებს გამოასოწორებენ. საშუარმის გახსნა სწორედ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 

 


დღის ამბები