პარასკევი 19, ივლისი 2019

პრობლემები,რომელსაც ქართელი მეზღვაურები აწყდებიან

25, იანვარი 2019 20:02:00

მეზღვაურობა და საფრხთეები, რომლებიც ამ პროფესიას თან ახლავს. რა იწვევს უცხოეთში გარდაცვლილი და გაუჩინარებული მოქალაქეების გაზრდილ სტატისტიკას ?  

ბაქარ ბაკურიძე პროფესიით მეზღვაურია. ელექტომექანიკოსის პროფესიას 2013 წელს დაეუფლა,  თუმცა შორეულ ნაოსნობაში წასვლა, ერთხელ შეძლო. ამბობს, რომ მიზეზი, გამოცდილების არ ქონა გახდა.მის მისაღებად კი, დამწყები მეზღვაურები ძირითადადისეთ კომპანიებში საქმდებიან, რომლებსაც ეს მოთხოვნა არ აქვთ. 

რატომ მიდიან მეზღვაურები გაურკვეველი წარმოამვლობის გემებზე? - უფლებადამცველი ამას ქვეყანაში არსებული სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობით ხსნის. თამაზ ბაკურიძე საზღავო პოლიტიკის არარსებობაზე ამახვილებს ყურადღებას.

უფლებადამცველის მოსაზრებას იზიარებენ მეზღავურთა პროფკავშირებში. მიანიათ, რომ მოქალაქეებს  თურქულ კომპანიებთან ურთიერთობა  უადვილდებათ.  ანატოლი ჩიჯავაძე იმ აუცილებელ მოთხოვნებზე საუბრობს, რაც ლიცენზიის გამცემმა ორგანომ უნდა წარადგინოს. 

,,ატლანტა ჯორჯია“ მეზღავურების დამსაქმებელი ერთ -ერთი კომპნიაა, რომელიც სპეციალისტებს ევრუპული ქვეყნის გემებზე ასაქმებს. ნინო გურგენიძის თქმით, მხარეებს  შორის ხელშეკრულების დადებისას ისინი უსაფრთხოების  გარანტიებს ითვალისწინებენ. 

საკრუინგო კომპანიებისა  და მეზღვაურების  სერტიფიცირებას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტო ახდენს. ივანე აბაშიძე მეზღვაურებს კომპანიაში დასაქმებამდე  მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ქართველი მეზღვაურის გაუჩინარების ფაქტი ბოლოს რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა. 22 წლის დავით რაზმაძეს ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.  21 იანვარს იგი ლიბიაში  გარდაცვლილი იპოვეს. 


დღის ამბები