28, იანვარი 2019 17:15:00
გუშინ ღამით, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა გარემოვაჭრეების დახლები და ჯიხურები აიღო. პროცესს მოვაჭრეების უკმაყოფილება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მათი რწმუნებით, კონსტრუქციების აღების თაობაზე ინფორმაცია წინასწარ არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე გარევაჭრობისგან, წერეთლის და მიმდებარე ქუჩები განთავისუფლდა.