31, იანვარი 2019 17:05:00
სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაცია ამოქმედდება. თემაზე დღეს ბიზნესოპერატორებთან შეხვედრა გაიმართა. ახალი წესის მიხედვით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმაც. ახალი რეგულაცია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ" შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით მომზადდა. რეგულაცია 1 მარტიდან ამოქმედდება.