კვირა 21, ივლისი 2019

7, 5 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი და ,,ბათუმობის“ შეცვილილი თარიღი

31, იანვარი 2019 20:05:00

7 ნახევარი მილიონი ლარით გაზრდილი ბათუმის ბიუჯეტი და მიმართულებები, რომლებზე  დამატებითი თანხები დაიხარჯება. ახალი ბაღის მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კიდევ რა ჩათვალეს პრიორიტეტად საკრებულოს დეპუტატებმა?

თავდადებულის ქ. #35-ში მდებარე, ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მალე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ნგრევის პირას მისული სახლის რემონტისთვის, ბათუმის მერიას,  965,595 ლარი აქვს გამოყოფილი. 

ლერმონტოვის ქუჩის #96 -თან, ახალი საბავშო ბაღის მშენებლობა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იგეგმება. ბათუმის მერია საჭირო თანხების მოთხოვნით, მუნიციპალურ ფონდს მიმართვას. თითქმის 7 მილიონ 500 ათასი ლარით გაზრდილი  ბათუმის ბიუჯეტი მრავალწლიან გარდამავალ ღონისძიებებსა და ახალ მუნიციპალურ პროექტებზე  გადანაწილდება.  

ბიუჯეტში შესატან ცვლლებს მხარი არც ამჯერად დაუჭირა საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა. მირდატ ქამადაძის თქმით, პრიორიტეტები არასწორადაა განსაზღვრული. 

ცვლილება შევიდა ,,ბათუმობის“ აღნიშვნის თარიღთან დაკავშირებითაც. მერიის ინიციატივას, რომ დღესასწაულის სექტემბრის ნაცვლად 28 აპრილს აღნიშნოს, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. თუმცა იმის გამო, რომ წელს, ამ დღეს ,,აღდგომა“  ემთხვევა, ,,ბათუმობა 2019“ მაისის დასაწყისში გაიმართება. 

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ბათუმის მერია საკუთრებაში არსებულ 3 ავტობუსს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, უსასყიდლოდ გადასცემს. 

სხდომის დაწყებამდე, დეპუტატებმა, 4 იანვარს, ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილ მერიის თანამშრომელ იოსებ შერვაშიძეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  


დღის ამბები