ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

15 წლის გოგო, რომელიც კაპიტნობაზე ოცნებობს

07, თებერვალი 2019 20:01:00

ახლა კი გიზიარებთ ამბავს 15 წლის გოგოზე, რომელიც მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმის  მოსწავლეა. ანასტასია ქაჯაია მატროსის პროფესიას ეუფლება და კაპიტნობაზე ოცნებობს. სწავლის გაგრძელებას ამ მიმართულებით  აპირებს.  ვნახოთ სიუჟეტი  ახალგაზრდაზე,  რომელსაც სტერეოპები არ აშინებს. 

დილა მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში  იწყება. 15 წლის გოგო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მატროსის პროფესიას ეუფლება. არჩევანი ზღვის სიყვარულით წლების წინ გააკეთა. ცოდნას აუდიტორიაში ახლა 20-მდე კურსელთან ერთად იღებს. ყველა მათგანი ბიჭია. მომავალ მეზღვაურებს შორის დამოკიდებულება მეგობრობაზე დიდია. 

თვლის, რომ ქალური და კაცური პროფესიები არ არსებობს. იცის, რომ რთული არჩევანი გააკეთა, მაგრამ დაბრკოლებებს არ უფრთხის. 15 წლის გოგოსთვის მიმართულება იმდენად მიმზიდველია, რომ ტალღებიც არ აშინებს. 

სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას მახინჯაურის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში აპირებს.  პრაქტიკა  ჯერ  არ გაუვლია, თუმცა ფიზიკური სირთულეებისთვის ფსიქროლიგიურ  მზადყოფნაშია.  გოგო, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს, ყვება, რომ პროფესიის არჩევისას  ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა. დილემის წინაშე აღმოჩენის შემთხვევაშიც, გამოგვიტყდა, რომ პრიორიტეტი პროფესია იქნება

ზღვასთან ყოველდღიური სიახლოვე უნდა ჰქონდეს. ეს 15 წლის გოგოსთვის წარმატებული დღის აუცილებელი პირობაა. ხელს  საზღვაო ლიცეუმის ადგილმდებარეობაც უწყობს. ლექციების შემდეგ სანაპიროზე გადის. ეს ის ადგილია, სადაც მომავალი მეზღვაური მისთვის სასურველ  გარემოში დროს საკუთარ გატაცებებს უთმობს   

ახლა მომავალი მეზღვაურის, 15 წლის გოგოს  მთავარი ინტერესი მახინჯაურის საზღვაო ლიცეუმში სასწავლო სტიპენდიის მოპოვებაა