პარასკევი 19, აპრილი 2019

ზონალური საბჭოს სხდომა

08, თებერვალი 2019 17:14:00

ზონალური საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი 10 საკითხიდან სამმა მესამე სექტორში უკმაყოფილება გამოიწვია. სხდომაზე ხმაური ჟორდანიას, რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე შესაძლო მაღლივი შენობა-ნაგებობების მშენებლობებმა მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია. შოთა გუჯაბიძის თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მსგავსი სიმაღლის ნაგებობების აშენება, დაუშვებელია.  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ კანონი არ კრძალავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან   150 მეტრის მოშორებით ნაგებობის აშენებას, ასევე მაღლივი კორპუსების აგებას იმ შემთხვევაში, თუ მის გასწვრივ მსგავსი სიმაღლის შენობება-ნაგებობები უკვე არსებობს. თითოეულ დოკუმენტს დართული  აქვს ხელოვნებათმცოდნეს რეკომენდაციებიც. სადაც აღნიშნულია, რომ შენობა ისე უნდა დაპროექტდეს, რომ არ დაირღვეს ქუჩის სტრუქტურა და მხატვრული იერსახე.

ავტორი(ები)

284

დღის ამბები