08, თებერვალი 2019 20:02:00
ამორტიზებული გზა და მოუწესრიგებელი სანიაღვრე არხები. ჩაქვში მცხოვრებლები ინფრსტრუქტურის მოწესრიგებას წლებია ითხოვენ. „საკითხს შევისწავლით„ ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს
ჩაქვში, აღმაშენებლის ქუჩის მცხოვრებლები ინფასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ. ირწმუნებიან, რომამორტიზებული გზა და სანიაღვრე არხები დასახლებაში 25 წელია რაც მოუგვარებელია.მათივე ინფორმაციით, შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარების მიზნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა სურათი დღემდე უცვლელია.
დასახლებაში მცხოვრებლებისთმით,წვიმის დროს სანიაღვრე არხები წყალის მასის გატარებას ვერ ახერხებს, დაგროვებული წყალი კი ქუჩაზე გადმოდის.იტბორება სახლები და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ პრობლემის გამოიხოცებიან შინაური ფრინველებიც.
მერის რწმუნებული დაბა ჩაქვში პრობლემის მოუგავრებლობას ტერიტორიაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს.
მიუხედავად იმისა,რომ დასალხებაში მცოვრებლებს პრობლემა წლებია აწუხებთ, ქობულეთის მერიაში საკითხის შესწავლას ახლა იწყებენ. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ გადაწყდება აღმაშენებლის პირველი ჩიხში მცოვრებლების ბედი.
აღმაშენებლის ქუჩის პირველ ჩიხში 12 ოჯახი ცხოვრობს.