08, თებერვალი 2019 21:23:00
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონალური საბჭოს სხდომაზე. წარდგენილი 10 საკითხიდან მესამე სექტორის უკმაყოფუილება 3-მა საკითხმა გამოიწვია. რა გადაწყვეტილებებს მიიღებს შემადგენლობა ისტორიულ ზონაში მაღლივი კორპუსებისა და სასტუმროების მშენებლობაზე?
ჟორდანიასა და მაზნიაშვილის ქუჩების კვეთაში ეს ორსართულიანი უძველესი შენობა-ნაგებობა შესაძლოა ხუთსართულიანმა სახლმა ჩაანაცვლოს. საკითხზე დღეს კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს. ,,საზოგადოება ბათომის“ წევრის თქმით, ძველი ბათუმი მთლიანად კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს და ქალაქის ისტორიულ ტერიტორიაზე უსახური შენობების სიმრავლე დაუშვებელია.
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე აზრთა სხვადასხვაობა კიდევ რამდენიმე საკითხმა გამოიწვი. უკმაყოფილება ვაჟა-ფშაველას #27-ში საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესაძლო დაწყებასა და რუსთაველის #21-ში 11 სართულიანი სახლის მშენებლობის განხილვას მოჰყვა.
საკითხის ირგვლივ საკუთარი მოსაზრება წერილობით ჰქონდათ წარდგენილი ხელოვნებათმცოდნეებსაც. მათი შეფასებით, შენობები დაპროექტებას საჭიროებს, თუმცა ნაგებობის სიმაღლე 6 სართულს არ უნდა აღემატებოდეს. ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ ახალმა ობიექტებმა ქუჩის ვიზუალური და სტრუქტურული ხმარე არ უნდა დაამახინჯოს.
ბათუმის მერიაში მიაჩნიათ, პროექტები მაქსიმალურად მორგებულია ქალაქის იერსახეზე. მირიან მეტრეველის თქმით საკითხებს სიღრმისეულად გაეცნობიან და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ.
ირღვევა თუ არა კანონი ისტორიული მემკვიდრეობის ზონაში განსხვავებული ნაგებობის აშენებით?! კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არაფერს ამბობენ. რაც შეეხება სხვა ტერიტორიებზე მშენებლობის საკითხს, ზაურ ახვლედიანი ასე პასუხობს:
კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს სხდომაზე სულ 10 საკითხი იქნა განხილული.