11, თებერვალი 2019 17:06:00
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამეტის აჭარის ტერიტორიული ორგანო გაუქმდა. სტრუქტურული რეორგანიზაცია დეპარტამენტში გასული წლის ივნისში გამოცხადდა, შედეგად ორი ახალი - დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვის სამსახური შეიქმნა. უწყებაში ამბობენ, რომ რეორგანიზაცის მიზანი სტარატეგიულად, სწორ დაგეგმვასა და პროექტების მართვაზე ორიენტირებული უწყების ჩამოყალიბებაა. რეორგანიზაციის შედეგად, დეპარტამენტის აჭარის ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებული 7 თანაშრომლიდან, მუშობას მხოლოდ ორი აგძელებს. მათივე ინფორმაციით, შემცირებული შტატების მობილობა ვერ მოხერხდა და დასაქმებულებს სამი თვის კომპენსაცია გადაუხადეს. გათავისუფლებული თანამშრომლები ძირითად ადმინისტარციაში მუშაობდნენ.