11, თებერვალი 2019 17:12:00
ბათუმში, „ნაზილბეს“ მაღაზიაში ერთ-ერთი კომპანიის მიერ მიწოდებული კარტოფილის ვარენიკში მიკრობიოლოგიური დარღვევა გამოვლინდა - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება. კვლევა გასული წლის მონაცემებს ასახავს. სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები ასევე, მარშეს პელმენში, ნიკორას კარტოფილის ვარენიკებში, თაღლაურას რესტორნის ლუდში, რამდენიმე სახის ლიმონათში და სხვა სახის პროდუქციაში აღმოაჩინეს. 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნილი 1 176 ნიმუშიდან შეუსაბამობა მხოლოდ 23 ნიმუშში გამოვლინდა. წინა წლის მსგავსად ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა სუნელების 8 და ნედლი რძის 15 ნიმუშში აღმოჩნდა.