კვირა 18, აგვისტო 2019

ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

11, თებერვალი 2019 17:36:00

საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ბათუმის აეროპორტი“ და ,,ვალე“  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა ისრაელისა და თურქეთის მოქალაქეების ხელბარგში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტებზე შსსმ  საქართველოს სსკ-ს 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლების 1-ლი ნაწილით   დაიწყო გამოძიება .  დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

ავტორი(ები)

323