11, თებერვალი 2019 17:19:00
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის 33 ნომერში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად , ერთი ბინა და დაახლეობით 300 კვ. მ სხვენი სრულად დაიწვა. განადგურდა ასევე, 6 საცხოვრებელი ფართობი. დაზარალდნენ სახლის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართობის მეპატრონეებიც. ადგლობრივების თქმით, ხანძარი, ერთ -ერთ ბინაში გაჩნდა, რა დროსაც ოჯახის ორი წევრი სახლში იმყოფებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. უსახლკაროდ დარჩენილებს ბათუმის მერია დროებით ქირით გაიყვანს, ზარალის ოდენობას კი სპეციალური კომისია შეისწავლის. ხანძრის ჩაქრობის პროცესში 60 - მდე მეხანრე მაშველი და 6 სპეც. ტექნიკა იყო ჩართული.