კვირა 21, აპრილი 2019

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული რეისები განხორციელდება

11, თებერვალი 2019 17:14:00

ტურისტულ სეზონზე, ტალინიდან ბათუმის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული რეისები განხორციელდება. საჰაერო მიმოსლვას, ავიაკომპანია - “Smartlynx Airlines „ შეასრულებს - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთში, ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, სიახლე ევროპელი ტურისტების ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს. რეგიონის პირველი პირი Tourest 2019-ის ტურისტული გამოფენის დახურვასაც დაესწრო, სადაც აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია იყო წარმოდგენილი.

ავტორი(ები)

192