12, თებერვალი 2019 20:02:00
ცხრა თვე კომპენსაციის მოლოდინში. ზესოფელში მცხოვრებლებს მასშტაბურმა სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გასული წლის მაისში დაუსეტყვა. ზიანი კომისიამ შეისწავლა, მაგრამ ადგილობრივებს თანხები დღემდე არ მიუღიათ.
ზესოფელი ბოლოს გასული წლის მაისში დაისეტყვა, რამაც ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურები დააზიანა. ადგილობრივების თქმით, სტიქია იმდენად მასშტაბური იყო, რომ მოსახლეობამ, მოსავლის 80% - დაკარგა. უამინდობის შედეგად, სოფელზე მიყენებული ზარალი სპეციალურმა კომისიამ ადგილზე შისწავლა, თუმცა აქ ამბობენ, რომ კომისიამ არაობიექტურად იმუშავა. მოსახლეობას კომპენსაცია სტიქიიდან ცხრა თვის შემდეგაც არ მიუღია. ადგილობრივებმა არც ის იციან, როდის და რა თანხით აუნაზღაურებს თვითმართველობა მათ ზარალს.
ზესოფელში მოსახლეობა ძირითადად, ვაზისა და თამბაქოს წარმოებას ეწევა. გარდა ამისა აქ, ადგილორბივებს გასაყიდად ღია გრუნტში ბოსტნეული გამოჰყავს. ვენერა ბერიძე გვეუბნება, რომ სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა ერთწლოვანი და მრავალწლობანი კულტურები სრულიად დააზიანა.
დასეტყვილი ბოსტნეული მოსახლეობამ, ახალი ჩითილებით ჩანაცვლება ვერ მოახერხა, რადგან მცენარეების გამოყვანა დაგვიანებული იყო.
ქედის მერი ირწმუნება, რომ კომისიამ ობიექტურად იმუშავა და კონპენსაციების გაცემა მალე დაიწყება.
მერიის ინფორმაციით, სტიქიამ ქედის ხუთი სოფლის სულ 173 ოჯახი დააზარალა, დანაკარგის მთლიანმა ოდენობამ კი, 164 ათას 381 ლარი და 52 თეთრი შეადგინა.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.