12, თებერვალი 2019 20:01:00
ხელვაჩაურში მცხოვრებლები ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მიზეზად ეკოლოგიურ საფრთეებს ასახელებენ. კომპენსაციის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ამის მიუხედავად მშენებელ კომპანია გეგმები არ შეუცვლიათ, რეგიონის პირველი პირი კი ისეთი გადაწყვეტილების მიღებას აანონსებს, რომელიც ადგილობრივებს არ დააზარალებს.
დავით კახიძე 1851 წელს მაჭახლის ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცეს იხსენებს, რა დროსაც მიწის მასის ჩამოშლამ 25 ოჯახი იმსხერპლა. ამბობს, რომ სოფელში ფერდობები დაბზარულია, ხშირია ქვათაცვენის შემთხვევებიც. დავით კახიძე ერთ-ერთია სოფელ ჩხუტუნეთიდან, რომელიც მაჭახლის ხეობაში დაგეგმილი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ფიქრობს, რომ ჰიდროელექტრო სადგური მეწყრულ პროცესებს გააქტიურებს.
აქ მცხოვრებლები იხსენებნ იმ გარემოებას, როდესაც სოფელში ეკლესიის აგება იგეგმებოდა, თუმცა გეოლოგებმა მშენებლობის რეკომენდაცია არ გასცენ. ამის მიზეზად ტერიტორიაზე გრუნტის წყლების არსებობა დასახელდა.
„არა ჰესის მშენებლობას“ - ამ მოთხოვნით, მაჭახლის ხეობაში მცხოვრებლები დღესაც შეიკრიბნენ. 11 სოფლის მოსახლეობამ ფიცი დადო, რომ მშენებელ კომპანიას მიწას არ მიჰყიდიან. მათი სურვილია ხეობა ტურისტული თვალსაზრისით განვითარდეს, ვინაიდან ამ მხარეში ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
მაჭახლის ეროვნული პარკი, უიშვიათესი კოლხური ტყეებით არი ცნობილი. ხეობაში მცხოვრებელბი ფიქრობენ, რომ ჰესის მშენებლობით ლანდშაპტი და კლიმატური პირობები შეიცვლება.
ხეობაში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია მესამე სექტორის წარმომადგენელიც. იმ ორგანიზაციაში, სადაც ადგილობრივთა უფლებებს იცავენ აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რისკები ასევე, პროექტის როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეებიც უნდა შეაფასოს.
გეოლოგების დასკვნას ელოდებიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მერიაში ირწმუნებიან, რომ ადგილობრივთა ინტერესებს და მოთხოვნებს აუცილებლად გაითვალისწინებენ.
აღნიშნული ჰიდრო ელექტრო სადგურის მშენებლობის გამო მდინარე მაწახელას კალაპოტის შეცვლა იგეგმება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ისეთი გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ადგილობრივებს არ დააზრალებს.
მაჭახლის ხეობაში 30 მგვტ-მდე სიმძლავრის ჰესის მშენებლობას „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. აქ ირწმუნებიან, რომ პროექტი კაშხლის მშენებლობას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა, ჰესი დაცული ტერიტორიისგან მოშორებით იქნება.
მაწახლის ხეობაში ერთი ჰესი უკვე ფუნქციონირებს.