სამშაბათი 16, ივლისი 2019

ქედის მერმა ერთი წლის ანაგარიში წარადგინა

14, თებერვალი 2019 17:07:00

გასული წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა ქედის მერმა. ლევან გორგილაძემ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს  ერთი წლის განმავლობაში გაწეული სამუშაოები გააცნო. მან ყურადღება 2018 წელს, მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა. შეხვედრაზე კითხვები მრჩეველთა საბჭოს ჩართულობაზე, მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალსა და ახალგაზრდობის ჩართულობაზე დაისვა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასულ წელს, 9 მილიონ 535 900 ლარი იყო, საიდანაც დიდი ნაწილი სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯა.

 

 


დღის ამბები