15, თებერვალი 2019 17:06:00
რატომ უნდა აირჩიონ მეზღვაურის პროფესია და რა უპირატესობები აქვს სფეროს? დარგის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ახალგაზრდები რამდენიმე მიმართულებით დაინტერესდნენ. კითხვები დარგში არსებულ პრობლემებსა და სირთულეებს შეეხებოდა. საგანმანათლებლო დაწესებულება მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვას ყველა მუნიციპალიტეტში გეგმავს.