ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

8 წლის გოგონაზე სავარაუდო გარყვნილ ქმედებაში, დედა 30 წლის კაცს ადანაშაულებს

15, თებერვალი 2019 20:54:00

ვინ იძალადა არასრულწლოვანზე?  8 წლის გოგოსთან  შესაძლო გარყვნილ ქმედებაში მშობელი 30 წლის კაცს ადანაშაულებს.  შინაგან საქმეთა მინისტრომ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.   

8 წლის მოზარდის დედა იმ ერთ-ერთ საეჭვო ფაქტს იხსენებს, როცა მისი შვილის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალმომრეობის ფაქტს შეესწრო. ამბობს, რომ ამის შემდეგ, ბავშვი გამოკითა და ეჭვებიც გაუმყარდა. გოგოს დედის განმარტებით, შემთხვევა ერთ -ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა, სადაც თავად მუშაობდა და შვილებსაც ხშირად ტოვებდა.

მოზარდის დედა შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებაში, 30 წლის კაცს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ამბობს, რომ კაცი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და იმ სასტუმროს ფლობდა, სადაც თავადაც მუშაობდა. 

სამართლამდაცველ ორგანოებს ფაქტის გამოძების მიზნით დედამ უკვე მიმართა. ისინი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. დედის თქმით, სამართლამდაცვავი ორგანოში იყო დაბარებული ბრალდებულიც.  მომხდარს იკვლევს სახალხო დაცველის აპარატიც. 8 წის გოგონას ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის დახმარებაც დასჭირდა.

გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. გამოძიება ამ დროისთვის დასკვნას ელოდება. 

 


დღის ამბები