15, თებერვალი 2019 20:05:00
მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესი გრძელდება. გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რვა უვადოდ 8 მოსამართლე განაწესა. მათ შორის 2 ინდირა მაშანეიშვილი და სალიხ შაინიძე- ბათუმის საქალაქო სასამართლოდან . ამ ფონზე კი პარლამენტში მოსამართლეების დანიშვნის ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ.
პარლამენტი უვადო მოსამართლეების დანიშვნის ახალი კრიტერიუმების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა პარალელურად, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში ისევ გრძლდება. დეპუტატების ნაწილი, მათ შორის ეკა ბესელია ფიქრობს, რომ საბჭო პარლამენტს როგორც ინსტიტუტს უპატივცემულოდ ექცევა და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებს. დეპუტატებისთვის გაუგებარია რისთვის მზადდება ცვლილებები თუ საბჭო უვადოდ დანიშვნებს ისევ აგრძელებს.
საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედი შემადგენლობა სრულად დისკრედიტირებულია, ამ ვითარების გამოსწორების ერთადერთი გზა კი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და რეფორმების გატარებაა.
ოპოზიციას და საკუთარ თანაგუნდელებს, რომლებიც სწორედ უვადო მოსამართლეთა დანიშვნის გამო დაუპირისპრდნენ - ქართული ოცნების დეპუტატები პასუხობენ. დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ იუსტიუციის საბჭოს გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევიან, რადგან სასამართლო -ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა სადაო სიას პარლამენტი აღარ განიხილავს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მაინც მიმდინარეობს, მაგალითად გუშინ საბჭომ უვადოდ კიდევ 8 მოსამართლე დანიშნა.