16, თებერვალი 2019 16:36:00
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარისა და გურიის სკოლების მონაწილეობით ნიკო კეცხოველის პრემიის ნახევარფინალი ჩატარდა. კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს სხვადასხვა აქტივობები უნდა განეხორციელებიათ. დასკვნით ტურში აჭარის 3 და გურიის 5 სკოლა გადავიდა. ფინალში კი აჭარის 3 და გურიის 2 სკოლა მიიღებს მონაწილეობას. ფინალი მიმდინარე წლის 21 მარტს, ტყის დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართება.