პარასკევი 19, ივლისი 2019

ვინ იყო ნარკო ბიზნესში ჩართული?

22, თებერვალი 2019 20:03:00

პასუხების პასუხები და სიტყვიერი პაექრობა მთავრობას და მესამე სექტორს შორის გრძელდება. მეორე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები  რიჟვაძის  მკვეთრ  განცხადებს განიხილავენ.   რეგიონის პირველმა  პირმა  გუშინ  ძეგლთა დაცვა  ნარკობიზნესთან დააკავშირა.  რა მესიჯებს ხედავს ოპოზიცია რიჟვაძის მესიჯებში?

,,თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს, წლების განმვალობაში ეს სფერო ნარკობიზნესად ჰქონდათ ქცეული“, - მთავრობის თავმჯდომარის მიერ გუშინ, გაკეთებული განცხადების სწორედ ეს ნაწილი, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა.  ვინ ან რა იგულისხმა რეგიონის პირველმა პირმა ამ განცხადებაში?,, ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ინფორმაცია შესაძლო, დანაშაულის დაფარვის ნიშნებს შეიცავს და სწორედ ამიტომ, ფაქტით საგამოძიებო უწყება  უნდა დაინტერესდეს. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადება ძველ ბათუმში მიმდინარე საკითხების გადაფარვის მცდელობაა - ასე ფიქრობენ, „ევროპულ საქართველოში“. პეტრე ზამბახიძის თქმით, აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ თავმჯდომარე, ხალხის მიერ არჩეული მერის უფლებამოსილელებში მკაფიოდ ერევა.

პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ თავმჯდომარემ ტერმინი ,,ნარკო ბიზნესი“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენა. ვინ იგულისხმა თონიკე რიჟვაძემ თითზე ჩამოსათვლელ პირთა სიაში? ილია ვერძაძემ არ იცის, თუმცა მიაჩნია, რომ გუშინდელი განცხადებით, მთავრობის მეთაურმა კორუფციასა და ნეპოტიზმს ომი კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 

აჭარის მთავრობის თავმჯომარის მიერ გუშინ, გაკეთებულ განცხადებას წინ უძღოდა რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული კიდევ ერთი კომენტარი. ძველ ბათუმში მშნებელობის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაზე, თორნიკე რიჟვაძემ განაცხდა, რომ ,,ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის“. 

 


დღის ამბები