25, თებერვალი 2019 17:01:00
მოსახლეობის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფიანსების პროგრამა წელსაც გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროების მქონე თითოეული პაციენტისთვის, მაქსიმალურ თანხას 25 000 ლარს გამოყოფს. სამედიცინო მომსახურება, რომელიც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ დააფინანსებს. დარჩენილი თანხის გადახდას კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო თანადაფინანსებით უზრუნველყოფს. წელს რეგიონში საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროების მქონე 4 ბენეფიციარია დაფინანსებული.