25, თებერვალი 2019 20:56:00
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ამჯერად სკოლაში გავრცელდა. ფარული ჩანაწერები ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში ატვირთეს. მომხდარის მოკვლევის პროცესში 3 უწყებაა ჩართული, შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროები, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტო.
ვიდეო, რომელიც მობილურით მეათე კლასელებმა გადაიღეს სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში პარასკევს აიტვირთა, რომლის წევრებიც ამავე სკოლის მოსწავლეები არიან. პირადი ცხოვრების შემცველი კადრები სავარაუდოდ, იმ გოგო ატვირთა, რომელიც ვიდეოში ფიგურირებს. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ფაქტის შესახებ მოზარდებისგან შეიტყვეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოზარდებმა ვიდეო უქმეებზე ჩაწერეს, თუმცა აქ არ იციან რა მოტივით გაავრცელა კადრები არასრულწლოვანმა. რესურსცენტრი მომხდარის დეტალებს იკვლევს.
პროცესში ჩართულია სოციალური მომსახურების სააგენტოც. სოც მუშაკები პირველადი შესწავლით ასკვნიან, რომ მოზარდებს ფსიქოლოგის კონსულტაცია ესაჭიროებათ.
მომხადრთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში შესაძლო ატვირთვის ფაქტზე დაიწყო. საგამოძიებო უწყებაში განმარტეს, რომ დგინდება დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები.