კვირა 21, ივლისი 2019

მიდის თუ არა თანამდებობიდან ხელვაჩაურის მერი

26, თებერვალი 2019 21:04:00

ხომარ დატოვებს თანამდებობას  ხელვაჩაურის  მერი?  კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ვარდმანიძის მოადგილემ დღეს განცხადება დაწერა  და სამსახურიდან წავიდა. მანამდე კი თორნიკე რიჟვაძემ მუნიციპალიტეტის პირველი პირი გააკრიტიკა?  არის თუ არა ეს იმის წინაპირობა, რომ  შესაძლოა ხალხის არჩეული მერი სახლში გაუშვან?  

რა მოტივით დატოვა ხელვაჩაურის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა? ამის შესახებ ზვიად ხალვაშის მიერ დაწერილ განცხადებაში არაფერია ნათქვამი. ვინ მოიაზრება მის ადგილას? მერი ამბობს,რომ ახალი კადრი ჯერ არ შეურჩევია . ვარდმანიძისთვის  თანაშემწის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, თუმცა მიუხედავად ამის, მოთხოვნა უკვე დაუკმაყოფილა

ვარდმანიძის პირველი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებას წინ უძღოდა დღესვე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადება. რიჟვაძის  კრიტიკა აუდიტის დასკვნამ გამოიწვია, სადაც უწყებამ მუნიციპალიტეტში,  2017 წელს განხორციელებული პროექტები დაიწუნა. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა,ხომ არ დატოვებს თანამდებობას ხელვაჩაურის მერი?
 
ზვიად ხალვაშის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა მისი კოლეგისთვისაც. მერის მეორე მოადგილე ამბობს,რომ მასთან კომუნიკაცია ამ დრომდე არ ჰქონია. 

მესამე სექტორში პარალელებს ავლებენ. მსგავსებას არჩილ ხახუტაიშვილი ხულოს მუნიციპალიტეტის მერის თანანმდებობიდან გადადგომასთან ხედავს. 

ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მთელი დღის განმავლობაში, ზვიად ხალვაშთან დაკავშირება ვერ შევძლეით. იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. 

დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ ხვალ, ხელვაჩაურის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ამ სხდომაზე ოპოზიცია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. 


დღის ამბები