26, თებერვალი 2019 21:00:00
სოციალური კამპანიის ფარგლებში ღურტას საბავშვო ბაღს სათამაშოები გადასცეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სათამაშოების დეფიციტზე რეპორტაჟი რამდენიმე თვის წინ მოვამზადეთ.
სოფელ ღურტის საბავშვო ბაღს, სოციალური კამპანიის ფარგლებში შეგროვებული სათამაშოები გადაეცა, რომლის ინიციატორი „“მარდი ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია სირაბიძეა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სათამაშოების დეფიციტზე რეპორტაჟი „TV 25”-მა რამდენიმე თვის წინ მოამზადა.
ღურტის ბაღის მენეჯერი, მედეა მამულაძე სათამაშოების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სათამაშოს ბაღში, არა მარტო გასართობი დანიშნულება აქვს, არამედ, მისი ძირითადი ფუქცია ბავშვებში კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებაა.
ხულოს ბაღების გაერთიანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ის ინფორმაცით, ახალი წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის რიგ ბაღებში ახალი სათამაშოები შეიტანეს, დანარჩენისთვის შეძენას კი უახლოს პერიოდში გეგმავენ, რისთვისაც აიპმა ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი გამოყო.
ხულოს ბაღებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის, მერის მოვალეობის შემსრულებლი, ვახტანგ ბერიძე განმარტავს, რომ საბავშვო ბაღების, შესაბამისი ინვენტარითა და საჭიროებებით აღჭურვისთვის მერია აქტიურად მუშაობს.
ხულოს მუნიციპალიტეტში სულ 20 საბავშვო ბაღი და 7 ალტერნატიული ჯგუფია. სკოლამდელ განათლებას აქ 800 - მდე ბავშვი ეუფლება. მერის ინფორმაციით, არსებული ბაღებს, მიმდინარე წელს სამი ახალი ბაღი შეემატება, ბეღლეთის, ბოძაურისა და ზედა ვაშლოვანის.