12, იანვარი 2017 11:08:00
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსები დააჯილდოვა. ზაალ მიქელაძემ სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ჯილდო 30 მედიკოსს და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელს გადასცა. სამინისტრო სიგელებს მათ ყოველწლიურად გადასცემს. კანდიდატები სამინისტროს თავად სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა წარუდგინეს.