27, თებერვალი 2019 17:12:00
საკონსტიტუციო სასამართლო მოქალაქე გიორგი ცერცვაძის სარჩელს განიხილას. მოსარჩელე მხარე იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც მთავარი პროკურორს უფლება აქვს საგამოძიებო ორგანოს გამოსაძიებლად გადასცეს ის სიხსხლის სამართლის საქმე, სადაც ამავე ორგანოს თანამშრომლის მიერ, სასტიკი ან პატივის და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ არსებობს საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კოლეგა არ უნდა იძიებდეს კოლეგის საქმეს და არსებობს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე.