28, თებერვალი 2019 17:14:00
ის, რის გამოც ოპოზიციამ საკრებულოს სხდომა დატოვა, მოგვიანებით ბრიფინგის თემა გახდა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საბავშო ბაღებში შეტანილი ხორცის კონტროლი შესაბამისად არ ხდება. მირდატ ქამადაძემ დოკუმენტაციის გასაჯაროვება მოითხოვა. ბრიფინგზე აქცენტი გაკეთდა შპს-ების გაუმჭვირვალე საქმიანობაზე. საკრებულოს წევრის თქმით, ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც სხდომაზე პასუხი არ გაეცა. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში საკრებულოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ოპოზიციის განცხადებას ბათუმის მერიაში წერილობით გამოეხმაურნენ. აქ წერია, რომ საჯარო ინფორმაციას ნებისმიერი მსურველის, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობას, მიწოდებული აქვს მოთხოვნილი ინფორმაცია კანონის შესაბამისად. ნაციონალური მოძრაობის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას