სამშაბათი 16, ივლისი 2019

3 მილიონ 446 ათასი ლარით გაზრდილი ბათუმის ბიუჯეტი

28, თებერვალი 2019 20:05:00

ბათუმის ბიუჯეტი 3 მილიონ 446 ათასი ლარით გაიზარდა . მთავარი ფინანსური დოკუმენტი ჯამში ახლა აუკვე 168 მილიონ ლარზე მეტია.  გაზრილი თანხა  რამდენიმე   მიმართულებით გადანაწილდება.

ასე მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს. სხდომაზე ხმაური ოპოზიციის წევრების მიერ  გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია. ოპონენტებმა  მერია  და მის დაქვემდებარებაში არსებული  ორგანიზაციები  ჩაკეტილ უწყებად მოიხსენიეს.   მოგვიანებით, კი  სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

გაზრდილი თანხებით ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.  სამუშოების პირველი ეტაპისთვის  875 ათასი ლარი დაიხარჯება.  დააახლოებით 2 მილიონი ლარი გამოიყო ანბანის კოშკის მიმდებარედ,   ბეჭდური საფარის მოსაწყობად. 568 ათასი ლარი კი, ზოოკუთხის დაბა ჩაქვში გადატანას მოხმარდება. თანხა  მოსახლეობის კონპენსირებას მოხდება,  რომლებსაც ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები თვითნებურად აქვთ დაკავებული.

დღევანდელ სხდომაზევე გადაწყდა რომ მერია საკუთრებაში არსებულ  ე. წ ყვითელ ავტობუსს, ქობულეთის მერიას უსასყიდლოდ გადასცემს.  ქალაქის საკუთრებაში არსებული არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფასი კი 20 - 30 % -ით გაიზარდა. 

დეპუტატებმა დღეს ხელმისაწვდომი საცხოვრისით სარგებლობის კრიტერიუმებიც დაამტკიცეს.  პროექტის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე აშენდა ორი ხუთსართულიანი კორპუსი,  სადაც წყლისა და ელექტროსისტემა უკვე გაყვანიალია, ამ ეტაპზე კი ფასადის დამუშავება მიმდინარეობს.  

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალსიწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.

 


დღის ამბები